სოფლის მეურნეობა
12/09/2022

ლაშა პაპაშვილი ზეთისხილის პირველ მოსავალს 2025 წელს მიიღებს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ზეთისხილის ბაღებიდან პირველ მოსავალს 2025 წელს ელოდება.

მისი ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის რაიონში ზეთისხილის ბაღები 13 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და მათი ნაწილი მსხმოიარეცაა. ბიზნესმენის განცხადებით, ნერგი მოსავალს 5 წელში იძლევა, ახლა კი მხოლოდ 3 წელია გასული.

ამ მიმართულებით ბიზნესმენი  300 000-400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

Businesspartner