სოფლის მეურნეობა
09/09/2022

ლაშა პაპაშვილი ცხვრის ყველის წარმოების გაათმაგებას გეგმავს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ცხვრის ყველის წარმადობის 10-ჯერ გაზრდას გეგმავს. პროექტის განხორციელება 2-3 წელში იგეგმება, ინვესტიციის მოცულობა კი 0.5 მლნ ლარი იქნება.

როგორც პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია „ვაკისძირი“ ცხვრის შემოყვანას საფრანგეთიდან ან ესპანეთიდან განიხილავს.

„თუ ახლა სეზონზე 3-4 ტონა ყველის წარმოებას ვახერხებთ, 2-3 წელიწადში მოცულობა 30-40 ტონამდე გაიზრდება. უკვე ამის შემდეგ კომპანია „ვაკისძირის“ წარმოებული გუდის ყველი HoReCa სექტორში მასიურად გაიყიდება,“ - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენმა გუდის ყველის  წარმოება 2019 წელს დაიწყო. კომპანია „ვაკისძირი“ მაღალი კლასის ყველს თუშეთში მცირე პარტიებით, ამ ეტაპზე, საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს. 

Businesspartner