სოფლის მეურნეობა
31/08/2020

ქართული საექსპორტო თხილის 26% გერმანიაში იყიდება

ქართული თხილის ექსპორტი გაორმაგდა. 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, 2019 წლის ამავე პერიოდში, 693 ტონა თხილი.

ქართული თხილი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე იყიდება, ლიდერი გერმანიაა (350 ტონა), იტალია მეორე პოზიციაზეა (289 ტონა), მას მოსდევს ჩეხეთი (110 ტონა).

ქართული თხილის ასევე იყიდება ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (44 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთში (20 ტონა), საბერძნეთში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე რუსეთში (44 ტონა), უკრაინაში (39 ტონა), მექსიკაში (25 ტონა), ბრაზილიაში (24 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), ბელარუსსა (21 ტონა) და სომხეთში (110 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.