სოფლის მეურნეობა
12/05/2023

ქართული მარწყვის ევროპული პერსპექტივა - ჩეხებს ქართული მარწყვის შეძენა სურთ

საქართველოში წარმოებული მარწყვი, დუბაის შემდეგ, ევროპის ბაზარზეც გაიყიდება. დაინტერესება ჩეხეთიდანაა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისის“ დამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ განუცხადა, ჩეხურ მხარესთან მოლაპარაკებები ბოლო 1 თვეა მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკება თვითონ ჩეხების მხრიდან არის დაწყებული, რაც ჩვენთვის ასმაგად სასიხარულოა იმიტომ, რომ თუკი დუბაის შემთხვევაში, ჩვენ ვწვალობდით რომ გავსულიყავით შესაბამის პირებთან კონტაქტზე, რომ რაღაცნაირად ჩვენი მარწყვი საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა,  ჩეხეთის შემთხვევაში პირიქითაა - მათი მხრიდან არის ინტერესი და მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ ივნისის თვიდან, სავარაუდოდ, ამ ბაზარზეც გამოვჩნდებით“,- აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, ჩეხეთში მარწყვი ექსპორტზე გაყინული სახით გავა. პროდუქტი შოკ მაცივრის მეშვეობით გაიყინება.

შეგახსენებთ, ჩეხეთამდე „აგროსფეისის“ მარწყვი დუბაიში გამოჩნდება. მაისის ბოლოს,  30 ტონა მარწყვი არაბთა გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიან ბაზარზე გაიგზავნება.

საერთაშორისო ბაზრების გარდა, მარწყვის ბიზნესს საქართველოშიც დიდი პოტენციალი აქვს. მწარმოებლები ამბობენ, რომ იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, ქართული მარწყვზე, მისი ხარისხიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე მაღალი  მოთხოვნაა, მის მიმართ გაზრდილია სანდოობაც, თუმცა, დარგში დღემდე ბევრი გამოწვევა რჩება, რომელთა შორისაც: მაღალი კომუნალური გადასახდები, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ასევე ქვეყანაში მარწყვის წარმოების სტანდარტის არ არსებობა სახელდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022