ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის
ქართული ატმისა და ვაშლატმის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთია. მთლიანი ექსპორტის 65%, 15 449 ტონა სწორედ რუსეთში გაიყიდა.
სულ 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამაა გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, მაჩვენებელი თითქმის 11 000 ტონით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე პოზიციაზეა სომხეთი (7 304 ტონა), აზერბაიჯანი (567 ტონა).
ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112 ტონა), უკრაინის (111 ტონა), მოლდოვას (89 ტონა), პოლონეთის (92 ტონა), სლოვენიის (57 ტონა), სინგაპურის (0,04 ტონა) და ყატარის (0.01 ტონა) რესპუბლიკებში.
ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.