სოფლის მეურნეობა
18/08/2023

ქართული აგროპროდუქტების ექსპორტმა 7 თვეში $0.9 მლრდ-ს მიაღწია

საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 თვეში ექსპორტზე საქართველოდან 787.5 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება.

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 2.2%-ით მეტია.

სამინისტროს მონაცემებით, გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში.

2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი):

  • ღვინის ექსპორტი - 150.5 მლნ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);
  • სპირტიანი სასმელების ექსპორტი - 98.8 მლნ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);
  • მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი - 77.1 მლნ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი - 67.1 მლნ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);
  • მოცვის ექსპორტი - 18.2 მლნ დოლარი (118%-იანი ზრდა);
  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი - 36 მლნ დოლარი (65%-იანი ზრდა);
  • ცოცხალი ცხვრის ექსპორტი - 15.3 მლნ დოლარი (66%-იანი ზრდა);
  • თევზის ცხიმის ექსპორტი - 15.2 მლნ დოლარი (35%-იანი ზრდა);
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი - 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);
  • დაფნის ექსპორტი - 9 მლნ დოლარი (21%-იანი ზრდა);
  • ლოკოკინის ექსპორტი - 368.3 ათასი დოლარი (49%-იანი ზრდა);

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

Businesspartner