"ჯარას" თაფლი ექსპორტზე კანადაში, ამერიკაში, ჰონკონგსა და იაპონიაში გადის
„ჯარას“ თაფლი ექსპორტზე კანადაში, ამერიკაში, ჰონკონგსა და იაპონიაში გადის. როგორც „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც ფიქსირდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობის გამო, დამატებითი ქვეყნების ათვისებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ.
„დაინტერესება როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე, მაღალია. „ჯარას“ თაფლი გასულია კანადაში, ამერიკაში, ჰონკონგში, იაპონიაში.მოთხოვნა ყოველ მომდევნო რაოდენობის გაგზავნაზე, სტაბილურად მატულობს, რაც იმის მანიშნებელია რომ ცნობადობა იზრდება. ცოტა ხნის წინ შემოთავაზება გვქონდა გერმანიიდანაც, თუმცა ამ ეტაპზე რაოდენობაში ვართ შეზღუდული და მიწოდებას ვერ ვახერხებთ. მომავლის და ჩვენი მეფუტკრეების იმედი გვაქვს.“-აღნიშნა ასლან შაქარაძემ.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ექსპორტზე 3.5 ტონა ჯარას თაფლი გავიდა.
ცნობისთვის, „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ 2018 წელს დაფუძნდა და მასში ამ დროისთვის 100-მდე მეფუტკრეა გაერთიანებული. ასოაციაციამ 2019 წელს ბიო სერთიიკატი მოიპოვა.