სოფლის მეურნეობა
13/09/2023

"იაგოს ღვინის" ექსპორტი მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირდება

„იაგოს ღვინის“ ექსპორტი მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მცირე მოსავლიდან გამომდინარე, კომპანია  წელს ექსპორტზე მხოლოდ 3-4 ათასი ბოთლი ღვინის გატანას შეძლებს.

„ჩვენ ისედაც მცირე მარანი გვაქვს.  7-8 ათას ბოთლს ვაწარმოებთ წლიურად და წელს ამის  ნახევარიც თუ  შევძელით, ესეც დიდი მიღწევა იქნება. სავარაუდოდ, 3-4 ათას ბოთლამდე იქნება წელს ჩვენი წარმოებული ღვინის მოცულობა.“- აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

მისივე განმარტებით, საექსპორტო ღვინის მოცულობის შემცირება  ორ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.

„ერთი ესაა ფინანსური პრობლემა ჩვენთვის, ბუნებრივია და მეორე ჩვენს პარტნორებთან, რომლებთანაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ. 11 ქვეყანაში ვყიდით და ალბათ, ვერ შევძლებთ პროდუქციის ყველა ქვეყანაში გაგზავნას. სადაც შევძლებთ, იქაც მცირე რაოდენობით. თუმცა იმედი მაქვს, ამას ჩვენი პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან, რადგან რთული წელი არ არის მხოლოდ საქართველოში, ევროპის ბევრ მევენახეობის ქვეყანაში არის იგივე პრობლემა.“-აღნიშნა იაგო პიტარიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია წელს ვერც ახალ საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე ვერ იმუშავებს.

„ახალი გეგმების დასახვა ძალიან ჭირს ასეთი მოსავლის პირობებში, ჩვენი ვენახის 50-60% განადგურებულია სეტყვისგან, შესაბამისად,  უნდა დაველოდოთ 2024 წელს, იმედით.“- აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.~

agropartner.ge