სოფლის მეურნეობა
26/10/2022

"ჰერბიამ" მიტანის სერვისი გააუქმა

„ჰერბიამ“ მიტანის სერვისი გააუქმა. მიზეზი პრიორიტეტების ცვლილებაა, კომპანია გააქტიურებას კორპორატიული მიმართულებით გეგმავს.

როგორც "ჰერბიას" თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, „ჰერბიაში“ ამოქმედდა ახალი ხაზი, რომლის ფარგლებშიც ხდება ბოსტნეულის გასუფთავებას, გარეცხვას, დაჭრას და მზა სახით მიწოდებას ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა  „მარშე“ და სხვა.

„გვაქვს მაგალითად უკვე გამზადებული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო. სწორედ ამ მიმართულებაზე გადავერთეთ აქტიურად, ვიდრე ფიზიკურ პირებთან მიტანის სერვისია. ეს უკანასკნელი კომპანიაში ბოლო 1 თვეა აღარ მოქმედებს,“ - აცხადებს ჯანელიძე.

შეგახსენებთ, „ჰერბიამ“ თბილისში, სოფლის ნატურალური პროდუქტების გამოძახების სერვისი  2021 წლის ოქტომბრიდან აამოქმედა.

"ჰერბია" აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

წყალტუბოში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში 1000 ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული იწარმოება. 30 დასახელების პროდუქტის 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

 

Businesspartner