გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის
გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელ ჩუმლაყში ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები კი, თერმოსკრინინგს გადიან.
საბითუმო ბაზარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა დაათვალიერეს.
წელს, ხილის წარმოებაში ჩაერთვება 20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა. რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა.
წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა. მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში ფუნქციონირებს.