გურიაში სამაცივრე მეურნეობა “აგრითაჩი“ ამოქმედდა
გურიაში, სოფელ ჯუმათში სამაცივრე მეურნეობა „აგრითაჩი“ ამოქმედდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ეკა ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამაცივრე მეურნეობა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. პროექტი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
200 ტონა პროდუქციიაზე გათვლილი სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ის ადგილობრივ ფერმერებს დამატებითი ღირებულების შექმნაში დაეხმარება.
„პროდუქციას ვიბარებთ მცირე მეწარმეებისგან, ვისაც თავად არ აქვს რეალიზაციის არხები.დაახლოებით 30 ასეთ ფერმერთან ვთანამრომლობთ. ამ დროისთვის უკვე ჩავიბარეთ 20 ტონა მოცვი. გაქირავებით არ ვაქირავებთ, ჩვენ თავად ვყიდულობთ პროდუქციას და შემდეგ ვაძლევთ საექსპორტო სახეს,“ - აცხადებს ვეფხვაძე.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾1 მლნ-ია.
საწარმოში სეზონზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ქალი იქნება.