“გლენბერის“ პროდუქცია “გუდვილში“ გაიყიდება
კომპანია “გლენბერის“ პროდუქცია „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდება, – მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. საწარმო გაყინულ ხილ-ბოსტნეულს სუპერმარკეტების ქსელში მიმდინარე კვირაში შეიტანს.
„ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე კარგად იყიდება. ამ კვირაში ჩვენი პროდუქცია გუდვილშიც შევა. შევიტანთ დაახლოებით 8 სახეობის პროდუქციას, ესენია მაგ. მოცვი; მარწყვი; კენკრის მიქსი; ყვავილოვანი კომბოსტო და სხვ,“ – აღნიშნა რაფაელ მაღალაშვილმა.
როგორც შპს „გლენბერგის“ მფლობელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საწარმო საკუთარი პროდუქციის შეტანას კარფურსა და სხვა სუპერმარკეტში გეგმავს.
„გლენბერი“ გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ფაბრიკაა, რომელიც შოკური გაყინვის მეთოდს იყენებს. პროდუქტი ირეცხება, შემდგომ ხარისხდება, საბოლოოდ კი გაყინული პროდუქცია 450-იან და კილოგრამიან შეფუთვებში ფასოვდება. ამ ეტაპზე „გლენბერის“ პროდუქცია „ევროპროდუქტსა“ და „აგროჰაბშია“ ხელმისაწვდომი.