სოფლის მეურნეობა
15/11/2021

გლენბერი: ხონში ₾32 მლნ-იანი აგროკომპლექსის პროექტი ჩავარდა

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია “გლენბერი“  ხონში სასათბურე და სამაცივრე-გადამამუშავებელ მეურნეობას აღარ გახსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი, რომლის დაწყება დამოკიდებული იყო მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომპანიისთვის ხონში სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემაზე, ჩავარდა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მიწების გადაცემაზე უარი თქვა, რადგან  პროექტში კომპანიის პარტნიორი უცხოელი ინვესტორებიც უნდა ყოფილიყვნენ, მათზე მიწის გადაცემა კი კანონმდებლობით აკრძალულია.

„ამერიკელი ინვესტორები მყავდა, საბოლოოდ, მთავრობამ უარი გვიან თქვა, გაჭიანურდა პროცესები, რის ამერიკელებმაც აღარ მოინდომეს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელება,“ - აცხადებს მაღალალაშვილი.

„გლენბერის“ დამფუძნებელს სათბურებში ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. კომპანიას შეკვეთები აშშ-დან,ისრაელიდან, ინგლისიდან აქვს.  დამკვეთები საქართველოდან ელოდებიან როგორც ბოსტნეულის, ისე გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას.

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022