სოფლის მეურნეობა
30/03/2021

გიორგი სვანიძე: მიწების შეძენით დაინტერესებული ვართ, აუქციონებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას

„მე უკვე დავავალება მივეცი ჩვენს მენეჯმენტს, რომ შეარჩიონ ის ტერიტორიები რომლებიც ჩვენთვის მისაღებია,“ - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი, ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი ბიზნესისთვის საინვესტიციო პროექტების შეთავაზებას.

გიორგი სვანიძის განმარტებით, კომპანია ძირითადად კახეთში არსებული მიწების შესყიდვით იქნება დაინტერესებული.

„ჩვენ ძირითადად აგროსექტორში ვართ ჩართული. ამიტომ ძალიან აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას აუქციონში. ძირითადად კახეთის მიწებით ვართ დაინტერესებული. ვფიქრობ, ნამდვილად გამოიძებნება პროექტის ფარგლებში ის მიწა რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაფართოებული პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ პრეზენტაციას წარადგინა.

უკვე ცნობილია, რომ პროგრამის ფარგლებში აუქციონზე დაახლოებით 400 მლნ ლარის ქონება გამოვა, მათ შორის სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი გაიყიდება.

აუქციონზე კვლავინდებურად გამოვა წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები.

ამავდროულად აუქციონზე გაიყიდება 10 სახელმწიფო საწარმო, რომელთა ჯამური ღირებულება 7.470 მლნ ლარს აღემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022