
10 სახელმწიფო საწარმო, რომელსაც მთავრობა აუქციონზე გაყიდის
მთავრობა 10 სახელმწიფო საწარმოს აუქციონზე გამოიტანს. ეკონომიკის მინისტრმა პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაცია დღეს წარადგინა.
გამოტანილ ქონებას შორისაა:
ზუგდიდის ფარმაცია - 100%-იანი წილი, 306 000 ლარი;
თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკნინიკა (100%-იანი წილი) 266 000 ლარი;
დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%-იანი წილი) - 246 000 ლარი.
ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი (51%-იანი წილი,27 246 აქცია) – 1.014 მლნ ლარი;
საზღვაო ტექსერვისი (100%იანი წილი) - 2 263 800 მლნ ლარი;
ხაშურის მინის ტარა (633 211 აქცია, 23.0935%) - 747 200 ლარი;
საყალიბე ქვიშები (49%-იანი წილი) – 550 841 ლარი,
ჭიათურის ავტოსადგური (49%-იანი წილი) - 166 700 ლარი;
თერმული წყლები (100%-იანი წილი) -1.511 მლნ ლარი; უნიონი (100%-იანი წილი) - 399 000 ლარი.
ამ 10 სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 7. 470 მლნ ლარს აღემატება.