სოფლის მეურნეობა
04/08/2020
გარდაბანში ნუშის ბაღებიდან პირველ მოსავალს აიღებენ
ბექა გონაშვილის ინფორმაციით, პარასკევს გარდაბანში პირველი ნუშის ბაღების რთველი იქნება.
როგორც მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, ეს არის სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღები, რომელიც ორი წლის წინ გაშენდა.
„პირველ წელს არის მოლოდინი, რომ ნაყოფის 40% უნდა მოისხას. ეს პროექტი საცდელადაა გაკეთებული და ჯერ მხოლოდ 8 ჰექტარზეა. ამ ტექნოლოგიაში ადამიანმა ჩადო თავისი ინვესტიცია და დღეს შეუძლია თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს, მაგრამ მისი ცოდნით ბევრი არ დაინტერესდება და მაინც საზღვარგარეთ დაიწყებენ ძებნას როგორ უნდა განახორციელოს ანალოგიური პროექტი. ამას რატო ვაკეთებთ მაშინ როცა კონკრეტული მაგალითი აქვე გვყავს ადგილზე?!“ - განაცხადა ბექა გონაშვილმა.