ფოტო: hazelnuts.com
სოფლის მეურნეობა
21/09/2021

გარჩეული თხილი 13.5-16 ლარი ღირს

თხილის მოსავლის აღების პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. საქართველოში 50 000 ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღებიდან ფერმერები დაახლოებით 60 000 ტონა მოსავლის აღებას ელოდებიან. ეს რიცხვი გასული წლის მოსავლიანობას დაახლოებით 20-25%-ით აღემატება.

როგორც „ბიზნესპარტნორთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა განმარტავს, გაურჩეველი თხილის ფასი 3.5 ლარიდან 7.5 ლარამდე, გარჩეულის კი 13.5 ლარიდან 16 ლარამდე მერყეობს.

„განსხვავებული ხარისხის გამო, რა თქმა უნდა, ფასებიც განსხვავებულია. ნალექიანი ამინდების გამო, ფერმერების ნაწილს გაუჭირდა მოსავლის ოპერატიულად აღება. დღესაც მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ მოსავლის ოპერატიულად აღება აუცილებელია. ასევე აუცილებელია დროული შრობა და დასაწყობება. იმ შემთხვევაში თუ თხილის მოვლის ღირებულებათა ჯაჭვი დავარღვიეთ, შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ. ფერმერები, რომლებსაც ჩვენ ხუმრობით „ზარმაც ფერმერებს“ ვუწოდებთ, პირობას დებენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მოინდომებენ, წამლობებსაც ჩაატარებენ და იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღონ მაქსიმალურად კარგი შედეგი“,- განაცხადა თოდუამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022