სოფლის მეურნეობა
18/09/2020

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუშავილმა 10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.

როგორც გიორგი თაბუაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.

„მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის ჯიშის ქლიავის მოსავალსაც მივიღებთ. უამრავი გეგმა გვაქვს, მათ შორის ქლიავის ჩირის გამოშვება. ჩვენი პროდუქტის რეალიზებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთში მოვახდეთ. ამასთანდ დავშირებით მოლაპარაკებები უკვე გვქონდა, გვყავს შუამავალი, რომელიც თანამშრომლობს ევროპის ქვეყნებთან. ასევე, გვყავს პარტნიორები, რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, კერძო ინვესტიციასთან ერთად სახელმწიფო პროგრამითაც ვისარგებლეთ,“ –აღნიშნავს გიორგი თაბუაშვილი.

მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული გეგმები აქვს და  ქლიავის ბაღების გარდა, კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტების განხორციელებას აანონსებს.