სოფლის მეურნეობა
18/06/2020
FAO: საკვების კრიზისის საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ქვეყნებს შორის ვაჭრობის დაზღვევა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მსოფლიოში კორონა ვირუსის პანდემიის მეორე ტალღის გაჩენას არ გამორიცხავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ განაცხადა იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონები საკვების კრიზისის წინაშე არ დადგნენ აუცილებელია ქვეყნებს შორის ვაჭრობის დაზღვევა.
„გლობალურად, შეიძლება იყოს რეგიონები, რომლებიც უფრო მძიმე დარტყმას მიიღებენ, ვიდრე შეიძლება ეს ევროპაში, ან ცენტრალურ აზიაში იყოს. ხაზს ვუსვამთ, კორონა ვირუსის მეორე ტალღის არსებობის შემთხვევაშიც შევინარჩუნოთ სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის გახსნილობა. ჩვენ დაზღვეული უნდა გვქონეს ქვეყნებს შორის ვაჭრობა იმისთვის, რომ რეგიონში საკვების კრიზისის საშიშროება თავიდან ავიცილოთ“,- აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა.