სოფლის მეურნეობა
03/08/2020

ექსპორტზე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა

2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6 521 ტონით აღემატება.

ქართული პროდუქტის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები რუსეთის ფედერაცია (62% - 10 108 ტონა), სომხეთი (33% - 5 323 ტონა) და აზერბაიჯანია (3% - 543 ტონა). ექსპორტი ასევე ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის ბაზრებზე გადის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით 22 სამაცივრო მეურნეობა მუშაობს. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში კი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები არიან ჩართული.