"ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საამაყოც არის, როდესაც გაქვს კარგი მეურნეობა" - ლევან სირბილაძე
თანამედროვე ფერმერი, ლევან სირბილაძე ბავშვობიდან ოცნებობდა, საკუთარი ვაშლის ბაღები ჰქონოდა. დიდი შრომის შედეგად ოცნება აიხდინა და გორის რაიონ სოფელ კვარხეთში სხვადასხვა ჯიშის ვაშლი მოჰყავს. ახლა მოსავლის აღების აქტიურ ფაზაშია, ამბობს, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მთელი წლის შრომის შედეგი ყველაზე თვალსაჩინოა.
„სიამაყის გრძნობა გეუფლება, რომ უყურებ შენს ნაშრომს. მარტო შენ იცი, რამდენი წვალება, რამდენი ნერვიულობა, რამდენი ფიქრი გიწევს იმისთვის, რომ ეს შედეგი მიიღო. ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საამაყოც არის, როდესაც გაქვს კარგი მეურნეობა“, – ამბობს ლევან სირბილაძე.
წელს მოსავალი უხვი გამოდგა, ისევე როგორც გასულ წლებში. თუმცა სიუხვესთან ერთად, ლევანის მთავარი ამოცანა ხარისხიანი პროდუქციის მოყვანაა, რასაც, როგორც ფერმერი აღნიშნავს, თანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი ხარისხის პრეპარატები სჭირდება. თავად 12 წელია „აგროსფეროს“ პრემიუმ პროდუქციას – Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და Yara-ს სასუქებს – იყენებს.
ლევან სირბილაძის საქმიანობასა და მის ვაშლის ბაღებზე უფრო მეტს „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ შეიტყობთ.