სოფლის მეურნეობა
20/08/2020

დაზარალებული ფერმერები სახელმწიფოსგან ნერგებს მიიღებენ - რა პროგრამას შესთავაზებენ მათ 

მთავრობა სტიქიისგან დაზარალებული ფერმერებისთვის ახალ პროგრამას აამოქმედებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები.

პროგრამა შეეხება ვაზსაც.

„ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭა.

პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად - რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, პროგრამა დაიწყება 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020