სოფლის მეურნეობა
03/08/2020

ბექა გონაშვილი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგის კარგ ორგანიზაციად ვაქცევდი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგის დიდ, კარგ ორგანიზაციად ვაქცევდი, - ამის შესახებ ფერმერმა და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა.

ფერმერს მიაჩნია, რომ მინისტრის საფიქრალი არ უნდა იყოს გლეხი ყურძენს რამდენად გაყიდის, მან სოფლის მეურნეობის სფეროში პოლიტიკა უნდა შექმნას.

"სულ არ არის აუცილებელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფიქრობდეს როგორ გაიყიდება ყურძენი ქვეყანაში ან კომბაინი ხომ არ გატყდა ან რამდენად კარგად მუშაობს. რა შუაშია ამ ყველაფერთან მინისტრი, მინისტრმა და სამინისტრომ უნდა შექმნას პოლიტიკა და ეს ადამიანები არ უნდა დაიხუნძლონ ასეთი ყოველდღიური ჭანჭიკებით. ეს არ არის მისი საქმე," - განაცხადა ბექა გონაშვილმა.