სოფლის მეურნეობა
03/09/2020

არასტანდარტულ ვაშლში ფერმერი 10-ის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებს

არასტანდარტულ ვაშლში ფერმერი 10-ის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებს.

პრემიერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო.

"შესანიშნავი მოსავალი გვქონდა ატმის, რეკორდულია ექსპორტი - წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო გავიდა და ეს 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. წელს ასევე, უხვი მოსავალი გვექნება ვაშლის, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, რაც არიოს 120 000 ტონა დაახლოებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა პროგრამა "დანერგე მომავალზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია განახლდეს და ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები გაჩნდნენ საქართველოში, თუმცა მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს, ამიტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არ დარჩეს ვაშლი შეუსყიდავი, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა, რომ არ ყოფილიყო კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა, ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც არის სერიოზული მხარდაჭერა კრიზისის პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.