სოფლის მეურნეობა
11/07/2023

"არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეა"

„არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან  ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფიქსირდება.“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ განაცხადა. მისი  განმარტებით, საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება.

„ეს შეთანხმება ფარავს როგორც საქონლით ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. შესაბამის ტექსტზე მუშაობა დავასრულეთ და წლის ბოლოსთვის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში იქნება შესული. ხელშეკრულების ფარგლებში,  შევეცადეთ ყველა ის პროდუქტი დაგვეფარა, რაც ჩვენთვის საექსპორტოდ მიმზიდველია. საამიროებიდან განსაკუთრებით მაღალი და მზარდი მოთხოვნაა  სოფლის მეურნეობის და სამრეწველო პროდუქციაზე, მათ შორის  ცხვარი, მინერალური სასმელები და სხვა.“-აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.

საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება 45 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, რაც მთლიანი მსოფლიო ბაზრის 1/3-ია და ჯამში 2.3 მილიარდ მომხმარებელზე წვდომას ნიშნავს.

Businesspartner