სოფლის მეურნეობა
03/09/2020

ახალი ტრადიცია მეთხილეებისთვის - ზუგდიდში თხილობა 2020 გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ ღონისძიებას "თხილობა 2020" აანონსებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, თხილის მოსავლის აღება დასავლეთ საქართველოში მალე დასრულდება.

"თხილის მოსავალს უკავშირდება ღონისძიება - „თხილობა 2020“, რომელიც კვირას, 6 სექტემბერს გაიმართება ზუგდიდში. ეს არის ახალი ტრადიცია. გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს; გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

წელს საქართველოში 50 000 ტონამდე, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან.