ახალი სტანდარტები მეცხოველეობაში - "ბლაუენშტაინ საქართველო" ტრენინგ ცენტრის გაფართოებას გეგმავს
„ბლაუენშტაინ საქართველო“ მეცხოველეობის სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვას და საკუთარი ტრენინგ ცენტრის „ბლაუენშტაინ ედუს“ საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.
კომპანია გაეროს გრანტის მოზიდვას ცდილობს, რაც ამბორლაურის კოლეჯ „ერქვანში“ „ბლაუენშტაინის“ სასწავლო პროგრამის ამოქმედდების შესაძლებლობას მისცემს. ამ დროისთვის „ბლაუენშტაინ ედუს“ ტრენინგ ცენტრში რამდენიმე კურსი ისწავლება , მათ შორისაა ხელოვნური განაყოფირება, ზოგადი მეცხოველეობა და მწარმოებლის კურსი.
„ბლაუენშტაინი“ 100%-ით ნატურალურ ხორცსა და ხორცპროდუქტებს აწარმოებს, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს. კომპანიის გამორჩეული პროდუქტია დავარგებული ხორცი. ამ პროდუქტის წარმოებისას ხორციდან გამოდევნილია ზედმეტი წყალი და 21 დღის განმავლობაში ყოვნდება სპეციალურ მაცივარში, სადაც დაცულია ტენიანობა და ტემპერატურა. მთლიანობაში კომპანია 80-მდე დასახელების ხორცსა და ხორცპროდუქტებს აწარმოებს. ამ ეტაპზე კი კომპანიაში ISO სტანდარტის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რაც მომავალში ბრენდს საექსპორტო მიმართულების განვითარების შესაძლებლობასაც მისცემს.
„ბლაუენშტაინ საქართველო“ 2008 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მაღალი ხარისხის ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება. კომპანია თვითონ აკონტროლებს წარმოების სრულ ციკლს თივის წარმოებიდან და მეცხოველეობის ფერმიდან დაწყებული ხორცის დახლის მიტანამდე, რაც ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიაა.
კომპანია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მესაქონლეობის, სოფელ სორში კი მეღორეობის თანამედროვე ფერმა და ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო აქვს. მთლიანობაში კომპანიის საკუთრებაში 350 ჰექტარი მიწის ფართობი.
2008 წლიდან დღემდე „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ ლარს აღწევს. კომპანიაში მუდმივად დასაქმებულია 60 თანამშრომელი, სეზონურად კი მათი რაოდენობა 75-მდე იზრდება.