სოფლის მეურნეობა
13/10/2020

"აგრო და საფეიქრო ნაწარმის ქართველმა მწარმოებლებმა უცხოელ კონკურენტებს აჯობეს"

ნათია თურნავა ქართველი მწარმოებლების უპირატესობაზე საუბრობს.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ექსპორტის ზრდაში, აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და საფეიქრო ნაწარმს.

ნათია თურნავა ამას მთავრობის დახმარებებსა და სახელმწიფო პროგრამებს უკავშირებს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს იმანაც განაპირობა, რომ მთავრობამ ვირუსის გავრცელების ფონზე აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

„აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.