სოფლის მეურნეობა
07/07/2023
1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 3 635 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა
2023 წლის 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება - 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3 136 ტონა), სომხეთი (480 ტონა) და ბელორუსში (20 ტონა).