ზურაბ აზარაშვილი: ქვეყანას წამლის ხარისხის ლაბორატორია 2022 წლის ბოლოსთვის ექნება
წამლის ხარისხის ლაბორატორია 2022 წლის ბოლოს მზად იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა თითქმის დასრულებულია.
"ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებით რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა თითქმის უკვე დასრულებულია. 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, რაც დღეს არსებული რესურსების ფარგლებში მხოლოდ მედიკამენტების მცირე რაოდენობას მოიცავს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.