საზოგადოება
15/07/2020

ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზეც ამოქმედდება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება.

ადგილობრივი მოსახლეობას სისტემაში დარეგისტრირება მოუწევს კონკრეტული საპარკინგე ადგილებით უფასოდ სარგებლობისთვის. პარკინგი ასევე, უფასო იქნება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

დანარჩენ შემთხვევებში, პარკინგი ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება.

კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით, საპილოტე პროექტები უკვე განხორციელებულია კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პარკირების სისტემა დაინერგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020