საზოგადოება
29/06/2021

ვიცე-მერი: 4 წელში განვახორციელეთ და ჯერ კიდევ პროცესშია ₾4.7 მლრდ-ის პროექტები

თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე ისაუბრა.

ხმალაძის თქმით, “4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე დახარჯა. ასევე, განხორციელდა 1მლრდ 343 მლნ ლარის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

„მოგეხსენებათ პროექტები მხოლოდ საბიუჯეტო თანხებით არ ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში, დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ 244 მლნ-ის დაფინანსება. შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში შევძელით, განვახორციელეთ და ჯერ კოდევ პროცესშია 4 მლრდ 791მლნ ლარის პროექტები.“– აღნიშნა თბილისის ვიცე მერმა.