საზოგადოება
07/10/2021

ვაქცინაციის საბჭომ გარკვეული ჯგუფებისთვის ბუსტერდოზა დაუშვა

ვაქცინაციის საბჭომ გარკვეული ჯგუფებისთვის მესამე ბუსტერდოზა დაუშვა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბუსტერდოზა დაშვებულია 50 წლის ზემოთ ასაკის პირებში, რომელთა მეორე აცრიდან გასულია 6 თვე. ასევე, ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება. 

მისი თქმით, ბუსტერდოზა დაშვებულია მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშორმლები.