საზოგადოება
19/04/2021

ვაქცინაციის მსურველები უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებენ - წინასწარი რეგისტრაციის შედეგები

საქართველოში ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით ვაქცინაციის მსურველი 6 300-ზე მეტი პირია რეგისტრირებული, თუმცა მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.

სასურველ ვაქცინებს შორის Pfizer ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისას მსურველებს 3 ვაქცინის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, სწორედ ამით აიხსნება რეგისტრაციის მთლიანი მაჩვენებლისა და არჩეული ვაქცინის სახეობების ჯამის სხვაობა. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით არჩეული ვაქცინების რეიტინგი:

Pfizer - 6 049 

Moderna - 3 214

AstraZeneca - 1494

johnson & johnson- 931

Novavax - 687

Sinopharm - 347 

Sinovac biotech - 72 

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სექტორმა ვაქცინაციის მსურველების მოთხოვნების შესწავლა დაიწყო. შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი, სადაც ჯგუფის განურჩევლად, 18 წლის ზევით მოქალაქეები წინასწარ რეგისტრირდებიან ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად. მათ შესაძლებლობა აქვთ, სასურველი ვაქცინა აირჩიონ. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვლევა მათ დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელი ვაქცინები შემოიტანონ საქართველოში.