საზოგადოება
07/04/2021
ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას მაღალი რისკის პაციენტებიც შეძლებენ
ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც მაღალ რისკს მიეკუთვნებიან, ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. შევადგენთ სიებს, იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.