საზოგადოება
05/10/2021
ვაქცინაციაში ჩართული მედიკოსების წახალისების პროგრამა კვირის ბოლომდე ამოქმედდება
ვაქცინაცის პროცესში ჩართული ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების პროგრამა მიმდინარე კვირის ბოლომდე ამოქმედდება. ოჯახის ექიმები და ექთნები, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკის პირებს ვაქცინაციაზე დაითანხმებენ, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპია.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად გეგმავს, სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას.
"ვფიქრობ, 15 ოქტომბრიდან საშუალება გვექნება დავიწყოთ ვაქცინაციის მარათონი სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.