საზოგადოება
28/06/2021

ვახტანგ მეგრელიშვილი ციხე-სიმაგრეების პრივატიზების იდეით გამოდის

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ციხე-სიმაგრეების პრივატიზების იდეით გამოდის.

“ციხე-სიმაგრეები, რომელიც მთელ საქართველოში ინგრევა და კაციშვილი პატრონი არ ჰყავს, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების სიამოვნება ამ ქონების მიხედვა და გაცოცხლება, ისევე როგორც ნებისმიერი იმ სიმდიდრის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

დეპუტატმა საპრივატიზებო ობიექტების არეალის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქებმა უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ისეთი ქონების მესაკუთრეები უნდა გახდნენ, რასაც ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირის აზროვნების გავლენით ვერ წარმოიდგენენ.  

“რისი საკუთრება გვაქვს აკრძალული - სია საკმაოდ გრძელია და რამდენიმეს გეტყვით, ჩვენ აკრძალული გვაქვს წიაღისეულის პრივატიზაცია, ანუ ჩვენი მოქალაქეები ვერასოდეს ვერ იქნებიან საქართველოში არსებული სიმდიდრის მესაკუთრეები, ვერ იქნებიან ტყის მესაკუთრეები, წყლის, გზის, პროკურატურის და შსს-ს ქონებების და ა.შ.“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023