საზოგადოება
13/09/2021

ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება

თბილისში ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება: ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე მოქმედებს ერთიანი გადახდის სისტემა. საათნახევრის განმავლობაში ერთი გადახდის პრინციპით შესაძლებელია გადაადგილება - მეტრო, ავტობუსი და ლურჯი მიკროავტობუსით.