საზოგადოება
11/10/2021

უცხოეთიდან შემოსვლის პირობები შეიცვალა - დადგენილების დეტალები

საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსვლის პირობები შეიცვალა. ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. 

საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში 12 დღიან იზოლაციას არ დაექვემდებარება -  უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), რომელსაც ექნება ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი ექნება კორონავირუსი (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), მან ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმადევრობას არ აქვს მნიშვნელობა, აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს საზღვარზე. 

სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, იზოლაციისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ექნებათ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ კორონავირუსი (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), აქვთ ჯანმოსმიერ ავტორიზიებული ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.