საზოგადოება
22/06/2022
უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ბილდკინგსი“ ასრულებდა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გამწმენდ ნაგებობას, მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი და მდ. ბეღლორიდან გამწმენდ ნაგებობამდე წყალმიმღები ტრასის ლითონის კონსტრუქცია.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხამ 163 952 ლარი შეადგინა.