საზოგადოება
07/07/2021

უმუშევრობის დაზღვევა - "რისკებზე პასუხისმგებელი საზოგადოებაც უნდა გახდეს"

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ სადაზღვევო სექტორის განვითარების მიზნით მათი პროდუქტები უნდა განვითარდეს.

მისი თქმით, საზოგადოებაში უნდა დაიწყოს მსჯელობა, როდისთვის იქნებიან მზად უმუშევრობის და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევისთვის.

მინისტრის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება, სახელმწიფოსთან ერთად იყოს პასუხისმგებელი გარკვეულ რისკებზე.

“უნდა აღინიშნოს საკმაოდ მტკივნეული ფაქტორი - საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სადაზღვევო, რომლის ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა მათთვის, ვინაიდან მათი მხრიდან დაზღვეულია მხლოდ 400 000-მდე მოქალაქე, ეს ვერცერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება. ჩვენ ვაკვირდებით უცხოეთში, რომ მინიმალური დაზღვეულის მოცულობა მცირე ქვეყნებშიც კი, არის 500 000 ადამიანი ერთ სადაზღვეოზე. აქ უკვე თავს იჩენს სადაზღვეოების არა ჯანმრთელი კონკურენცია და შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, ვინაიდან ხდება სადაზღვეოების მხრიდან თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვა და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხდება მოპასუხე იმ გამოწვევების, რომელის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან.

სადაზღვეო სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში დავიწყოთ მსჯელობა, როდის იქნება საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ვისაუბროთ სამედიცინო, სოციალურ, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევაზე. ვინაიდან ვთვლით, რომ სწორედ ეს მოდელები არის გარკვეულ წილად იმის გარანტია, საზოგადოება სახელმწიფოსთან ერთად გახდეს გარკვეულ რისკებზე პასუხისმგებელი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023