საზოგადოება
15/02/2021

უქმნის თუ არა საფრთხეს პირბადე ბავშვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ბავშვისთვის პირბადე საფრთხეს არ წარმოადგენს.

„არსებობს ბევრი კვლევა, მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რომლის გაიდლაინშიც 6 წლიდან ბავშვებისთვის პირბადის ხმარება დასაშვებია, ის ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბავშვთან მიმართებაში სხვადასხვა დაავადების ჩამონათვალია, რომლის გათვალისწინებითაც ექიმის დანიშნულებით შეიძლება უარი ითქვას პირბადის გამოყენებაზე. მაგრამ, ზოგადად ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადე სავალდებულოა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს აქვს პირბადეების რეზერვი, რომლებიც ბავშვებს ურიგდებათ.

შეგახსენებთ, სკოლებში მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადე სავალდებულოა. მე-5 კლასის ქვემოთ, კი რეკომენდებული.

Businesspartner