საზოგადოება
16/11/2021
"უგემური პურის ფასი გაორმაგდა, პენსიონერები წამლებს ვერ ყიდულობენ, მიხედეთ ქვეყანას"
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ქვეყანაში გაძვირებულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაამახვილა ყურადღება. მან ხელისუფლებას არსებული სიტუაციის შეცვლისკენ მოუწოდა.
"საწვავის ფასი ლამის 4 ლარია. ყველაზე უგემური დაჭრილი პურის ფასი გაორმაგდა და 1.60 ლარი გახდა. პენსიონერები ბოლო თეთრებს ტოვებენ მაღაზიებში ნისიების დასაფარად და მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ, ტკივილებს ითმენენ, ისეთ დღეში არიან. მიხედეთ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანას", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.