საზოგადოება
03/12/2021
UG ბაღი: ჩვენი თანამშრომლების თითქმის 100% კოვიდვაქცინირებულია
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით UG ბაღში უსაფრთხო გარემოა. როგორც ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, თანამშრომლების თითქმის 100% ვაქცინირებულია. შესაბამისად, არც "მწვანე ბარათების" ამოქმედება ახდენს უარყოფით გავლენას ბაღის ფუნქციონირებაზე.
"მწვანე ბარათი" უარყოფით გავლენას ვერ მოახდეს ჩვენს სტრუქტურაზე, რადგან წინა რეგულაციების ამოქმედების შემდეგ თითქმის მზად ვართ ამისთვის. თანამშრომლების თითქმის 100% ვაქცინირებულია, ანუ თითქმის ყველას აქვს "მწვანე ბარათი". ბავშვებს ეს მოთხოვნა არ ეხება. ანუ, არ ვიზღუდებით ამით. რაც შეეხება მშობლებს, მათ ისედაც შეზღუდული აქვთ შენობაში შემოსვლა. ასე რომ, მშობლების "მწვანე ბარათი" ჩვენთვის დაბრკოლება ვერ იქნება", - განაცხადა ელა მაზმანოვამ.