უახლოეს 2 დღეში იმუნიზაციის საბჭო Sinopharm-ის გამოყენების საკითხს განიხილავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს 2 დღეში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილავენ გამოიყენება თუ არა საქართველოში ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინა მანამ, სანამ ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს.
“სინოფარმით“ ვაქცინაცია 40-ზე მეტ ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ისევე როგორც “სინოვაკით“, ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე. ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა თავის დანიშნულებას, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებას, ძალიან კარგად ასრულებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე ვაქცინაცია “ასტრაზენეკათი“ და “ფაიზერით“ მიმდინარეობს. შემოტანილია “სინოფარმის“ ვაქცინაც, რომელიც უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული და აპრილის ბოლოს ელოდება ჯანმოს ავტორიზაციას.