საზოგადოება
27/07/2020

თურქეთში სამუშაოდ წასვლა შესაძლებელი ხდება

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც თურქეთში სამუშაოდ წასვლას სურს, ვალდებულია, წარმოადგინოს თურქეთიდან, დამსაქმებლის გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნებისას საკარანტინო რეჟიმის გავლა მოუწევთ.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, სამთვიანი, რომელიც გაიცემა თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020