საზოგადოება
07/10/2021

"თუ ქვეყანაში იმუნური ფენა 55%-დან 80%-მდე არ გაიზრდება, რთული ნოემბერი გვექნება"

ამირან გამყრელიძის თქმით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა.

“ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თუმცა ბოლო სამი დღეა სიტუაცია გაუარესდა და 300 ერთეულით მეტი შემთხვევები გავქვს, წინა კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ.

ჩვენ ისევ ნელ-ნელა ახალი შემთხვევბის ზრდისკენ მივდივარ, რასაც შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს, ამიტომ ამ ყველაფერის გამოსწორება მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია.”-აღნიშნავს, გამყრელიძე.

მისი თქმით, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 3-ჯერ დაბალია, რაც ძალიან ცუდია და ამას ემატება სეზონური ვირუსების გამოჩენაც.

“უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა “ტვინდემია”, ანუ გრიპისა და კოვიდის ერთობლიობა. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა ქვეყანაში, რომელიც ახლა დაახლოებით 50-55%-ის ფარგლებში გვაქვს, თუ ეს არ იქნება 80% მაინც, სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი.”- განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

მან ასევე ტელევიზიებს თხოვნით მიმართა, რომ მეტი დრო დაუთმონ ვაქცინაციისკენ მოწოდებებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022