თუ 24 დეკემბერს ყველაფერს თუ გავხსნით,ინფიცირების მაჩვენებელი ისევ 5-6 ათასამდე ავა - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი 24 დეკემბერს დაწესებული აკრძალვების მოხსნას მხარს არ უჭერს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მობილობის გაზრდას ინფიცირებულების რიცხვის ზრდა მოჰყვება.
"ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. წინასწარ ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. დღესაც იყო ამაზე მსჯელობა, თუმცა, ინფორმაციას ვერ გამოვიტან გარეთ. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ რადიკალურები, ამიტომ, ჩემი დღევანდელი გზავნილი არის, რომ ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების. არ ვუჭერთ მხარს, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდოს.
24 დეკემბერს ყველაფერს თუ გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად. ინფიცირების მაჩვენებელი ისევ 5-6 ათასსა და მეტზე ავა. შესაბამისად, იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი დამძიმდება",- განაცხადა გამყრელიძემ.