წულუკიანი: მთავრობა არის თავის ადგილას და გიქმნით იმ პირობებს, რომ არ ცხოვრობდეთ შიშში
საზოგადობრივი მაუწყებლის კითხვაზე, ფარავს თუ არა საქართველოს მხარდაჭერას ირაკლი ღარიბაშვილის გამაღიზიანებელი განცხადებები, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაეხმაროს საზოგადოებას იმის გაანალიზებაში, თუ რა ხდება მსოფლიოში.
"იმის სურვილი, რომ უკრაინელ ხალხს რუსთაველის გამზირიდან მიესალმოთ და მხარი დაუჭიროთ, ამის შესაძლებლობა იმიტომ გაქვთ, რომ საქართველოს მთავრობა არის თავის ადგილას, პრემიერ-მინისტრი არის თავის ადგილას და გიქმნით იმ პირობებს, რომ არ ცხოვრობდეთ შიშში. თქვენ ჩემი ლაპარაკიც არ მოგწონთ, მაგრამ ვცდილობ მკაფიოდ გაგაგებინოთ დღეს სად ვართ. ემოციები გასაგებია, მაგრამ ემოციების გამოხატვის უფლება რომ გაქვთ ეს ამ მთავრობის დამსახურებაა, რომელიც აკეთებს საქმეს იმისათვის, რომ ცაში არ დაფრინავდეს არაფერი თეთრი ღრუბლების გარდა.
ნურავის ნუ დააკომპლექსებინებთ თავს, რასაც ვაკვირდები, ამ ბოლო დღეების განმავლობაში მიდის მცდელობა, რომ თუ ქუჩაში არ გამოხვალ ან სცენაზე არ იმღერებ, მეორე ხარისხის მოქალაქე ხარ. მთავრობა შეეცდება მოგცეთ მაგალითი, ვისაც არ მოსწონს, ვწუხვარ."–ასე მიმართა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.