საზოგადოება
01/01/2022

წელს სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. 

ვაუჩერს 40 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარია გამოყოფილი. 

პენსიონერები ვაუჩერით ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ - გულ-სიხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.